„ყველას დასანახად, სხვებისთვის სამაგალითოდ გაიმეტეს გამორჩეული ქართველი“ - გურამ შარაძის მკვლელობიდან 17 წელი გავიდა
გურამ შარაძის მკვლელობიდან 17 წელი გავიდა. აკადემიკოსი თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე 2007 წლის 20 მაისს მოკლეს. „საჯაროდ, ყველას დასანახად, სხვებისთვის სამაგალითოდ გაიმეტეს გამორჩეული ქართველი“ - ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს:
ზუსტად 17 წლის წინ, 2007 წლის 20 მაისს, დღისით, შუა თბილისში, შანიძისა და მელიქიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ცეცხლსასროლი იარაღით დახვრიტეს აკადემიკოსი გურამ შარაძე. ასე გაუსწორდა რეჟიმი მოწინააღმდეგეს. საჯაროდ, ყველას დასანახად, სხვებისთვის სამაგალითოდ გაიმეტეს გამორჩეული ქართველი პატრიოტი. დიდი ხნის განმავლობაში ნაჭერიც კი არ გადააფარეს სისხლში მცურავ ცხედარს. ყველას უნდა დაენახა. ყველა კამერას უნდა დაეფიქსირებინა...
ღმერთმა ნათელში ამყოფოს ბატონი
გურამის სული. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს, რუსოს და მთელ საზოგადოებას. უდიდესი დანაკლისი, რასაც დრო ვერ ავსებს - წერს ილია ჩაჩიბაია.