თეგებით ძიება

„ორი ქართული მთავარი ბანკის აქციების მკვეთრ ვარდნას გადამეტებული პანიკა მოჰყვა“ - რომან გოცირიძე

ერთ საათში ასამდე შეტყობინება მივიღე მესინჯერში. უმეტესობა ჩვენი ემიგრანტებისგანაა -  „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი რომან გოცირიძე ქართული ბანკების აქციევის ვარდნის შემდეგ განვითარებუ მოვლენებზე სოციალურ ქსელში წერს.

ქართული ოცნების ანტისახალხო რეჟიმს მართლაც ვერ გაუძლებს ქვეყნის ეკონომიკა და ამიტომაცაა მისი შეცვლა საჭირო. ეს ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ პერსპექტივას ვნებს, მაგრამ ორი ქართული მთავარი ბანკის აქციების მკვეთრ ვარდნას გადამეტებული პანიკა მოჰყვა. ერთ საათში ასამდე შეტყობინება მივიღე მესინჯერში. უმეტესობა ჩვენი ემიგრანტებისგანაა. ხომ არ დაეკარგებათ ბანკებში ფული, ხომ არ გამოიტანონ ანაბრები, ეს კითხვები აწუხებთ. 

ამ ბანკებს არაფრი ემუქრებათ, ძლიერი და კარგად კაპიტალიზებული ბანკებია. აქციების მკვეთრი ვარდნა, სამწუხაროდ, ბანკის აქციონერებს აზარალებთ პიველ რიგში. მეანაბრებს არც მოკლევადიან და არც საშუალოვადიან პერსპექტივაში არაფერი ემუქრებათ. 

რაც შეეხება აგენტების კანონის პოლიტიკურ და ეკონომიკურ შედეგებს, ის ძალიან მძიმე იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე მეანაბრეებზე პირდაპირ არ აისახება. თანაც, იქნებ სანქციების და საპროტესტო  გამოსვლების შიშით არც დასძლიონ პრეზიდენტის ვეტო. 

ვნახოთ - წერს გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა