თეგებით ძიება

"ერთი მოიშორეს, დარჩა 2..." - რას წერენ "გირჩის ბაბლში" ფიცოზე თავდასხმის შესახებ?

სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში „გირჩის ბაბლი“, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ, რობერტ ფიცოს დაჭრას, ჯგუფის ერთ-ერთი წევრი, გიო ადამია ეხმაურება.

ადამია ქვეყნებს ფოტოს, სადაც აღნიშნულია, რომ ფიცო და უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი, ჩაუშესკუს ბედს გაიზიარებდნენ და ეს მხოლოდ დასაწყისია. როგორც ის წერს, რობერტ ფიცოს დაჭრით, „ერთი მოიშორეს, დარჩა 2“.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ცეცხლი გაუხსნეს, ის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ცნობისთვის, სლოვაკეთმა და უნგრეთმა დაბლოკეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით ევროკავშირის 27 სახელმწიფოს სახელით განცხადების გავრცელება.

წყარო: spnews.io


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა