თეგებით ძიება

ნაცმოძრაობასთან ერთობა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა არაა - კუპრაძე ბოკუჩავას

"არც მაშინ იყო ნაცმოძრაობასთან ერთობა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა და არც ახლაა" - ლელოს გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ენმ-ს დეპუტატს, თინა ბოკუჩავას პასუხობს. 

"დიდი პატივისცემით, მაგრამ ცუდი ინფორმატორები გყავს ან ეს ყველაფერი მხოლოდ თქვენი სურვილებია.

ლელო სისტემატურად ატარებს შიდა კვლევებს, ბოლო კვლევა აპრილში ჩატარდა და იმავე თვის ბოლოს დასრულდა.

კვლევაში საერთოდ არ იყო აქტუალური ნაც.მოსთან ერთობა, რეალურად ოპოზიციური გაერთიანებების სულ სხვა კონფიგურაციის საკითხი გაჩნდა - სინამდვილეში "ერთიანი სია", არ არის გამარჯვების ფორმულა.

არც მაშინ იყო ნაცმოძრაობასთან ერთობა ივანიშვილის დამარცხების ფორმულა და არც ახლაა.

დეზინფორმაციას ემსგავსება ეს გაუგებარი "ვიცი, ყურში მითხრეს" მიდგომა!

არადა საერთოდ არ გვინდოდა ამ თემაზე დავა, მორატორიომიც გამოვაცხადეთ და თავდაუსხმელობაც მოვნიშნეთ, მაგრამ სხვა გზას არ ტოვებთ, უნდა ითქვას სიმართლე" - წერს კუპრაძე სოციალურ ქსელში. 

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, თინათინ ბოკუჩავა 22 მაისს პარტია ლელო-ს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ხაზარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთიანი სიის არ სჯერა და ლელო ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან სიაში არ იქნება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა