ევროპის რიგი ქვეყნების განზრახვა აღიარონ პალესტინის სახელმწიფო ტერორისთვის ჯილდოა - ნეთანიაჰუ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გააკრიტიკა გააკრიტიკა ესპანეთის, ირლანდიისა და ნორვეგიის გადაწყვტილება პალესტინის სახელმწიფოს აღიარების თაობაზე. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
„ევროპის რიგი ქვეყნების განზრახვა აღიარონ პალესტინის სახელმწიფო ტერორისთვის ჯილდოა“, - აღნიშნა ისრაელის მთავრობის მეთაურმა.
„ეს იქნება ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც შეეცდება 7 ოქტომბრის თავდასხმის განმეორებით განხორციელებას და ამას ჩვენ არ დავეთანხმებით. ამ ბოროტებას სახელმწიფო არ უნდა მიეცეს. ტერორისთვის ჯილდო არ მოიტანს მშვიდობას და ასევე არ შეგვიშლის ხელს „ჰამასზე“ გამარჯვებაში“, - დასძინა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
ნორვეგია, ესპანეთი და ირლანდია პალესტინას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებენ.
ოფიციალურად ეს გადაწყვეტილება სამივე ქვეყანაში 28 მაისამდე მიიღება.
ისრაელმა ეს ნაბიჯი ნეგატიურად შეაფასა და სამივე ქვეყნიდან ელჩები გაიწვია.