თეგებით ძიება

„ამ ქვეყანას თელავს და ანადგურებს ქართული ოცნება“ - პეტრე კოლხი

პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნეებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ამ ქვეყანას თელავს და ანადგურებს ქართული ოცნება. ამ ქვეყნის დამოუკიდებლობას ეჭვქვეშ აყენებს დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლობა. ეს ქვეყანა საკუთარი ჯიბის გასასქელებლად გამოიყენეს ოლიგარქის პირღია გოშიებმა.

ეს ქვეყანა დღითიდღე კარგავს, გონიერ, მოაზროვნე, განათლებულ ნაწილს და რჩება ხელფასების მომლოდინე საჯარო მოხელეების იმედად.

ეს მთავრობა გზას უხსნის საბჭოთა კავშირის იდეას და ერის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ ერთადერთ გზას გვიტოვებს-ჩრდილოებით.

ეს მთავრობა უხეშად ერევა ეკლესიის შიდა საკითხებში და ფულადი დახმარების სანაცვლოდ ითხოვს აბსოლუტურ მორჩილებას, საბოლოოდ მონობას…

ეს არის მომავლის დეგრადირების, დაზომბება-დაჩლუნგების პროცესი, რომელიც დაჩქარებული წესით უნდა მოიყვანონ სისრულეში!… - წერს პეტრე კოლხი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა