„ომი რომ დაიწყოს, ტყუილად ნუ ფიქრობთ, რომ ვინმე ისე დატოვებს ქვეყანას, როგორც 2008 წელს! მიგასკოჩებთ ტანკებზე და დაგარჭობთ სანგრებში! “ - დიმიტრი სამხარაძე
„ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე სსოციალურ ქსელში წერს:
ზოგიერთი ვეღარ ხვდებით რაც ხდება, თუ არ გინდათ მიხვდეთ?
ომი უნდათ საქართველოში, ომი‼️‼️‼️‼️
ყოფა უტირეს უკრაინას და თუ ჩვენთან ომი არ დაიწყო, ვერ ამართლებენ უკრაინაში ჩასვრას‼️‼️‼️‼️ გააგრძელეთ კიდევ სხვის მფლობელობაში მყოფი ენჯეოების და პარტიების მიტინგებზე კეკლუცი‼️ რაც შეეხება ამათ მონებს! საქართველოში ომი რომ დაიწყოს, ტყუილად ნუ ფიქრობთ, რომ ვინმე ისე დატოვებს ქვეყანას, როგორც 2008 წელს! მიგასკოჩებთ ტანკებზე და დაგარჭობთ სანგრებში! ამაზე მეტი არსებობს რამე, როცა ევროპელი მაღალიჩინოსანი შენი ქვეყნის პრემიერს მოკვლით დაემუქრება? რა კანონი, სულ ფეხებზე კიდიათ ეს კანონი! საბაბია‼️‼️‼️‼️ საქართველოში ომი თუ არ დაიწყო, რუსეთი მალე აიღებს ხარკოვს, რომელიც უკრაინაში რიგით მეორე დიდი ქალაქია, ეს მათთვის იქნება კატასტროფის ტოლფასი! გამოფხიზლდიით - წერს დიმიტრი სამხარაძე.