ღაზას სექტორში 7 ოქტომბერს მოკლული კიდევ 3 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს
ისრაელელმა სამხედროებმა ღაზას სექტორში 7 ოქტომბერს მოკლული კიდევ 3 მძევლის ცხედარი აღმოაჩინეს.
მედია ისრაელის თავდაცვის ძალებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნაპოვნია ჰანან იაბლონკას, მიშელ ნისენბაუმის და ორიონ ერნანდესის ცხედრები.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ სამივე მათგანი ისრაელზე თავდასხმის დროს მოკლეს და ცხედრები ღაზაში გადაასვენეს.
შეგახსენებთ, „ჰამასმა“ ისრაელის ტერიტორიაზე 7 ოქტომბერს მოულოდნელი თავდასხმა განახორციელა, რომლის დროსაც დაახლოებით, 1200 ადამიანი, ძირითადად მშვიდობიანი მოქალაქეები, მოკლეს და დაახლოებით 250 მძევლად აიყვანეს. ამ მძევლების დაახლოებით ნახევარი გაათავისუფლეს.
ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, დაახლოებით, 100 ცოცხალი მძევალი და 30 მძევლის ცხედარი ჯერ კიდევ ღაზაში რჩება.