თეგებით ძიება
25. 05. 2024 მსოფლიო

სტოლტენბერგი - ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნან

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით უკრაინისთვის დაწესებული შეზღუდვები უნდა მოხსნან.

„მოვიდა დრო, რომ მოკავშირეებმა გარკვეული შეზღუდვების მოხსნა განიხილონ, რომლებიც მათ უკრაინას მიწოდებული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით დაუწესეს. განსაკუთრებით ახლა, როცა ხარკოვის ოლქში, საზღვართან ახლოს მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, რუსეთის ტერიტორიაზე არსებული ლეგიტიმური სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების აკრძალვა უკრაინისთვის თავდაცვას ძალიან ართულებს“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ზოგიერთმა მოკავშირემ შეზღუდვები უკვე გააუქმა და იმედი გამოთქვა, რომ მალე მათ სხვებიც შეუერთდებიან.

„უნდა გვახსოვდეს, რომ ეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომია. უკრაინას საკუთარი თავის დაცვის უფლება აქვს. ეს რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ სამიზნე ობიექტებზე დარტყმასაც გულისხმობს“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა