თეგებით ძიება
25. 05. 2024 მსოფლიო

Financial Times - „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა უკრაინის დაფინანსების მიზნით გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმას მხარი დაუჭირეს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებმა უკრაინის დაფინანსების მიზნით გაყინული რუსული აქტივების გამოყენების გეგმას მხარი დაუჭირეს, - ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

Financial Times-ის ცნობით, „დიდი შვიდეულის“ ფინანსთა მინისტრებმა უკრაინისთვის გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლით უზრუნველყოფილი სესხის გაცემის იდეას მხარი დაუჭირეს.

სესხის მიზანი 2024 წლის შემდეგ კიევისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენაა.

გამოცემა წერს, რომ „დიდი შვიდეულის“ სახელმწიფოების ლიდერებს სესხის სტრუქტურის ვარიანტები ივნისში გასამართ სამიტამდე წარედგინებათ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა