ზელენსკი ესპანეთში ჩავიდა - მას ესპანეთის მეფე აეროპორტში დახვდა (ვიდეო)
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესპანეთში ჩავიდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის თვითმფრინავი მადრიდ-ბარახასის აეროპორტში დაეშვა.
ზელენსკის ესპანეთის მეფე ფილიპე VI პირადად დახვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეო უკრაინის პრეზიდენტის სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ესპანური მედია აღნიშნავს, რომ ეს არის მეფის მხრიდან მხარდაჭერის უჩვეულო ნაბიჯი, ვინაიდან მონარქი ტრადიციულად არ აკეთებს ასეთ ჟესტებს ვიზიტების დროს.
ბოლოს ფილიპე VI აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხვდა 2022 წლის ივნისში, როდესაც ამერიკელი ლიდერი ესპანეთში ნატოს სამიტში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი შეხვდება პრემიერ მინისტრს პედრო სანჩესს, რომელთანაც სავარაუდოდ ხელს მოაწერს ორმხრივ უსაფრთხოების შეთანხმებას.
10 დღის წინ ხარკოვის რეგიონში რუსეთის შეტევის გამო ზელენსკის ესპანეთში ვიზიტის გადადება მოუწია.