თეგებით ძიება
27. 05. 2024 მსოფლიო

ევროკავშირის მიზანი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარებაა - ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ევროკავშირის მიზანი სამხრეთ კავკასიაში მყარი მშვიდობის დამყარებაა.

„გვქონდა აზრთა ეფექტური გაცვლა არარატ მირზოიანთან ჩვენი დატვირთული ორმხრივი დღის წესრიგის შესახებ, ასევე სომხეთის სტაბილურობის მხარდაჭერისა და სომხეთ-ევროკავშირის პარტნიორობის ახალ პროგრამაზე. რაც შეეხება რეგიონულ საკითხებს, მე დავადასტურე სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების დარეგულირების პროცესის მხარდაჭერა. ჩვენი საერთო მიზანია მყარი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში“, - წერს ბორელი. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა