თეგებით ძიება

სრული მხარდაჭერა LGBTQ თემს მათი თავისუფლების, სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების დაცვაში! - თამარ ჩერგოლეიშვილი

„ეევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:

რეჟიმს სურს თემის შეცვლა. რეჟიმის ცვლილების ნაცვლად ფოკუსის დახურდავება რაღაც ცალკეულ კანონებზე.

ეს არ უნდა დავუშვათ. 

არანაირი განხილვა!

სრული მხარდაჭერა LGBTQ თემს მათი თავისუფლების, სიცოცხლის და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების დაცვაში! 

გამოსავალი რეჟიმის ცვლილებაა, მხოლოდ და მხოლოდ რეჟიმის ცვლილება და კურდღლის ორმოში მათ არავინ შეყვეს! - წერს ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 4 ივნისს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ დღეს დაარეგისტრირებს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტს. მისი თქმით, პაკეტი მოიცავს ძირითად კანონმდებლობას და მასთან დაკავშირებულ 18 ცვლილებას საქართველოს სხვადასხვა კანონში, მათ შორის შრომისა და განათლების შესახებ კანონებში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა