არავითარი ბიკინი და ზედა-ქვედა! შემუშავდეს “ღირსეული” დიზაინი ქალიან-კაციან-ბავშვიანად ყველასთვის! - ბუკა პეტრიაშვილი
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარის განცახდებას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ.
„საზღვაო სეზონი მოდის! ამიტომ საცურაო კოსტუმების საკითხიც უსწრაფესად მოსაგვარებელია! არავითარი ბიკინი და ზედა-ქვედა! შემუშავდეს “ღირსეული” დიზაინი ქალიან-კაციან-ბავშვიანად ყველასთვის! ძირს ღიაობა და გამჭვირვალობა!“– წერს ბუკა პეტრიაშვილი.
პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ერთი სქესის წარმომადგენელთა ინტიმური სცენების ამსახველი კადრების გავრცელება მაუწყებლებს აეკრძალებათ. მისი თქმით, შეზღუდვა შეეხება კინოთეატრებში გასულ ფილმში მსგავსი შინაარსის კადრებსაც.