განსაკუთრებული სტუმარი - ვინ არის კაცი, რომელმაც 4000 კილომეტრი მოპედით გაიარა და ეროვნულ ნაკრებს საქართველოს დროშა ჩაუტანა
ეროვნული ნაკრების ინფორმაციით, გუშინ, ვარჯიშის დაწყებამდე ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთში განსაკუთრებული სტუმარი ეწვია.
შადიმან ხარშილაძემ 12 დღეში 4000 კილომეტრი მოპედით გაიარა, ნაკრებს კი ჩვენი ეროვნული დროშა ჩამოუტანა, რომელზედაც გულშემატკივრების გზავნილები იყო დატანილი.
შადიმანის ასეთი საქციელი „ჯვაროსნებმაც“ დააფასეს და საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა, გურამ კაშიამ მას ეროვნული ნაკრების ფეხბურთელების ავტოგრაფებიანი მაისურა უსახსოვრა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველ შეხვედრას 18 ივნისს თურქეთთან გამართავს. მატჩი დორტმუნდის „BVB არენაზე“ თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.