თეგებით ძიება

აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილზე ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას „ფორმულა“ ავრცელებს.

ნიკო გაფრინდაშვილს ფიზიკურად სადარბაზოსთან გაუსწორდნენ. თავდასხმის შედეგად მას ტვინის შერყევა აქვს, ასევე, დაზიანებები სახის, ხელის და ყელის მიდამოებში.

აქტივისტი თავდასხმას 30 ივნისს დაგეგმილ საპროტესტო აქციას უკავშირებს, რომელიც სოფელ ზოდში მანგანუმის მოპოვებით სამუშაოების შეჩერებასა და გაცემული ლიცენზიის გაუქმებას ეხება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა