თეგებით ძიება
20. 06. 2024 სპორტი

"ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, როდესაც „ლიონიდან“ გამომიშვეს, 15 წლის ვიყავი, მითხრეს, ფიზიკურად პატარა ხარო“ - რას ჰყვება გიორგი მიქაუტაძე?

18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატზე გამართულ ისტორიულს, სადებიუტო მატჩში, ისტორიული გოლის ავტორი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე გახდა.

სპორტული პორტალი Geo Team არქივიდან აქვეყნებს გიორგი მიქაუტაძის ვრცელი ინტერვიუდან ამონარიდს, რომელშიც ის საუბრობს პერიოდზე, როდესაც ფეხბურთის თამაშის შეწყვეტას აპირებდა:

„როდესაც „ლიონიდან“ წამოვედი, 15 წლის ვიყავი, პატარა ვიყავი, ფიზიკურად ძლიერი არ ვიყავი, მაგრამ ფეხბურთი ვიცოდი, გოლებს ვიტანდი, ტექნიკა მქონდა. ყველა ტრენერი მეუბნებოდა, პრობლემა ფიზიკურ მონაცემებშიაო და ამიტომ გამომიშვეს.

არ მეწყინა, მაგრამ მინდოდა, რომ „ლიონში“ გამეგრძელებინა, რადგან იქ დავიბადე, „ლიონი“ უმაღლესი კლუბი იყო, მაგრამ ასეა, ფეხბურთია…

ამან უფრო მეტი მოტივაცია მომცა – რომ უნდა მივაღწიო იმას, რაც პატარაობიდან ჩაფიქრებული მქონდა.

როდესაც ლიონიდან გამომიშვეს, 15 წლის ასაკში ფეხბურთისთვის თავის დანებებას ვფიქრობდი, მაშინ მშობლებმა მითხრეს, ფეხბურთს თავი არ უნდა დანებოო, თუ გინდა პროფესიონალი ფეხბურთელი გახდე, უნდა ივარჯიშო, ამას მხოლოდ შრომით მიაღწევო“, – იხსენებს გიორგი მიქაუტაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა