თეგებით ძიება

,,ეფრემ-ვერდში'' სწერია - ვინცა პრესკონფერენციამდე კიბეზე დაასკდეს, წაბორძიკდეს, ან იხოხიალოს, იმან უთუოდ წააგოსო - გელა ზედელაშვილი

დღეს, თბილისის დროით 23 საათზე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში ხუმრობანარევ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ინცინდენტი, რომელიც  ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს გუშინ, პრესკონფერენციის დაწყებამდე შეემთხვა, საქართველოს ნაკრების გამარჯვების მანიშნებელია.

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი ლუის დე ლა ფუენტე პრესკონფერენციის დაწყებამდე რომ დაასკდა და ცხვირი მაგიდის ქვეშ შეჰყო, ეგ არაფერს გვეუბნება?

წესით უნდა გვეუბნებოდეს!

,,ეფრემ-ვერდში'' სიტყვა-სიტყვითა სწერია - ვინცა პრესკონფერენციამდე კიბეზე დაასკდეს, წაბორძიკდეს, ან იხოხიალოს, იმან უთუოდ წააგოსო.

თანაც ეს პატივცემული შეფიქრიანებულია, ფავორიტებმა უკანა პლანზე გადაინაცვლეს და წინ სხვა გუნდები გამოვიდნენო.

ეგ ჰო, ბურთი, დედამიწა და კახური საზამთრო რომ მრგვალია, ამ ჩემპიონატმაც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, მაგრამ მე მაინც ფუნტეს წაქცევა მომეწონა ყველაზე ძალიან - ტიპი ფაქტობრივად დაითარსა.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, გადავურბინოთ ქარიშხალივით.

მა რაააააააააა! - წერს ზედელაშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა