ხანძრის გამო თურქეთის რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია განხორციელდ
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან. იზმირის პროვინციაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ცეცხლის 16 კერა დაფიქსირდა. ძლიერი ხანძრის გამო სილჩუკსა და კუშადასს შორის საავტომობილო მიმოსვლაა შეფერხებული. რამდენიმე დასახლებული რაიონიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია განხორციელდა.
ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ათობით სახანძრო ბრიგადა და ავიაციაა ჩართული.