თეგებით ძიება

მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები - კვარაცხელია

ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს:

ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით. ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ, ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს. მინდა მადლობა გითხრათ ყველას, ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები - წერს კვარაცხელია.

ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელები თბილისში ხვალ დაბრუნდებიან. რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დილის 7:30 საათზე ჩამოფრინდება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა