თეგებით ძიება

"ფედერაციამ ყველა გამოიძახა, განცხადებების მიუხედავად და ეს იყო განაცხადი, “ჩვენ თქვენი მეგობრები ვართ, ყველაფრის მიუხედავად” ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან" - რას წერს ნანუკა ჟორჟოლიანი?

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა ნაკ­რებ­მა, ჯილ­დოს სა­ხით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან და ფონ­დი "ქარ­თუს­გან" 30 მი­ლი­ო­ნი ლარი მი­ი­ღო. ნაკ­რე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ ვებგ­ვერ­დზე აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე გან­ცხა­დე­ბა გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც კა­პიტ­ნის, გუ­რამ კა­ში­ას კო­მენ­ტარ­საც ვკი­თხუ­ლობთ. კა­შია "ქარ­თუს" და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მად­ლო­ბას უხ­დის. მად­ლო­ბა გა­და­ი­ხა­და ასე­ვე ჩვე­ნი გუნ­დის მე­კა­რემ, გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლებს აკ­რი­ტი­კებს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეს თემა გან­ხილ­ვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი სა­კი­თხია. ნა­წი­ლი სპორ­ტსმე­ნებს აკ­რი­ტი­კებს, ნა­წი­ლის იცავს მათ და მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებს.

ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი აღ­ნიშ­ნულ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"რა ცუ­დად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა ჩემი ნიუს ფიდი. ტოქ­სი­კუ­რია სიყ­ვა­რუ­ლი, როცა პარტნი­ორს ეუბ­ნე­ბი, თუ ისე­თი არ იქ­ნე­ბი რო­გო­რიც მე მინ­და, არ მიყ­ვარ­ხარ. უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლია ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ძვირ­ფა­სი.

ახლა უფრო კონ­კრე­ტუ­ლად - ბი­ჭებს ვა­ფა­სებთ რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლებს, თუ რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ებს? თუ რო­გორც ფეხ­ბურ­თე­ლებს, რა­ნა­ი­რად მო­ა­ხერ­ხეთ ბუ­დუს უფრო გაღ­მერ­თე­ბა ვიდ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ა­სი, ან კვირ­კვე­ლი­ას რა­ტომ ვერ და­უ­ნა­ხეთ თავ­გან­წირ­ვა მა­ინც რომ ითა­მა­შა?! თუ რო­გორც მო­ქა­ლა­ქე­ებს, რა­ტომ და­უ­ვი­წყეთ ლობ­ჟა­ნი­ძეს გან­ცხა­დე­ბა “არა რუ­სულ კა­ნონს” და მა­ინც ათ­რი­ეთ ერთი შეც­დო­მის გამო, ან ქვი­ლი­თა­ი­ას რა­ტომ და­უ­ვი­წყეთ იგი­ვე და 5 წუ­თით თა­მა­შის შან­სი რომ მი­ე­ცა “რა ქვი­ლი­თა­ი­აო", - რა­ტომ წერ­დით?!

კა­ში­ას რო­გორ და­უ­ვი­წყეთ სამ­კლა­უ­რის გამო, ძა­ლი­ან ღირ­სე­უ­ლი პო­ზი­ცია, როცა სრულ ზი­ზღში უწევ­და პრინ­ცი­პე­ბის გამო ცხოვ­რე­ბა. არ და­ნებ­და, არ დათ­მო.ან ბუ­დუს რას ვერ­ჩით, დიმა ობო­ლა­ძე რომ ტყუ­ი­ლად გა­და­კი­დეთ.ამ დროს რა ქნა ფე­დე­რა­ცი­ამ?! ყვე­ლა გა­მო­ი­ძა­ხა, ყვე­ლა…. გან­ცხა­დე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად და ეს იყო გა­ნა­ცხა­დი, “ჩვენ თქვე­ნი მე­გობ­რე­ბი ვართ ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად” ანუ, მარ­ტო ფუ­ლით არ გვჯო­ბი­ან.

ჩვენ კი­დევ ტოქ­სი­კუ­რი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ და ტოქ­სი­კუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის­გან, ბო­ლოს მა­ინც ყვე­ლა გარ­ბის", - წერს ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა