თეგებით ძიება

„ვწუხვარ და ვიზიარებ სრულიად საქართველოს გულისტკივილს“ - კახა კალაძე სამძიმრის წერილს ავრცელებს

მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის გარდაცვალების გამო „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე მწუხარებას გამოთქვამს.

„გარდაიცვალა მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსი, თანამედროვეობის გამორჩეული მევიოლინე, თბილისის საპატიო მოქალაქე ლიანა ისაკაძე.

ქალბატონი ლიანა იყო ქართული კულტურისა და ხელოვნების დიდი ქომაგი. მან უდიდესი წვლილი შეიტანა მუსიკალური ხელოვნების განვითარებასა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში.

ვწუხვარ და ვიზიარებ ლიანა ისაკაძის ოჯახის, მუსიკალური საზოგადოების და სრულიად საქართველოს გულისტკივილს“, – წერს კახა კალაძე სოციალურ ქსელში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა