თეგებით ძიება

„თუ ამ ტემპით განვითარდება მოვლენები, აღარც ევროპაში ფეხბურთზე სიარული მოგვიწევს და საერთოდაც უამრავ საერთაშირისო ღონისძიებას ჩავეხსნებით“ - მაია ბუწაშვილი

ცნობილი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს:

ფეხბურთელების მიერ მადლობის თქმაზე მსჯელობისას ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენლებს (მათ შორის ფეხბურთელებსაც) არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თუ ამ ტემპით განვითარდება მოვლენები, აღარც ევროპაში ფეხბურთზე სიარული მოგვიწევს და საერთოდაც უამრავ საერთაშირისო ღონისძიებას ჩავეხსნებით. რამდენიმე თვის წინ წარმოიდგენდით, რომ ქვეყანაში გვეყოლებოდა სანქცირებული საჯარო მოხელეები? ვერც ამჟამად სანქცირებული ქვეყნების მოქალაქეებს (მათ შორის ფეხბურთელებს) წარმოედგინათ ის შეზღუდვები, რაც მათ ქვეყნებს უკვე დაუწესდათ. 

ძალიან სასიამოვნოა გამარჯვებით და მსუყე საჩუქრით გამოწვეული სიხარული, მაგრამ ამ სიხარულში არ უნდა დავუშვათ, რომ ჩვენ და ჩვენს შვილებს მომავალში ბევრი ასეთი სიხარულის უფლება წაგვერთვას, რისი რისკიც, უკვე ცხადია, გვაქვს. ვინც საწინააღმდეგო აზრით შემოვარდნას აპირებს, რომ ჩვენ ასეთ მძიმე შეზღუდვებს არ დაგვიწესებენ, სერიოზული არგუმენტებით იქონიეთ შემოვარდნისას - წერს მაია ბუწაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა