თეგებით ძიება

„ვახტანგ გორგასალს თბილისის არ დაუარსებია“ - რა ვიდეოს აქვეყნებს ზურა ბალანჩივაძე

იცით თუ არა, სად მდებარეობდა ნამდვილი ძველი თბილისი, სანამ მას ვახტანგ გორგასალი დედაქალაქად გამოაცხადებდა?! - ამ შინაარსის ვიდეოს ტელეწამყვანი და ბლოგერი, ზურა ბალანჩივაძე აქვეყნებს და ძველი თბილისის მიდამოებიდან კადრებს გვიზიარებს. 

მისი თქმით, მანამ, სანამ ვახტანგ გორგასალი დედაქალაქის თბილისში გადმოტანას გადაწყვეტდა, 500 წლით ადრე, გოგირდის აბანოების კვალი იქ უკვე არსებობდა. 

„ეს არის „40 სებასტიელის“ სახელობის ტაძარი, რომელიც 2-ათასიანი წლების დასაწყისში აშენდა. სწორედ მაშინ, როცა ამ ეკლესიისთვის საძირკველი მზადდებოდა და ეს ადგილები გაითხარა, აღმოაჩინეს მე-13 საუკუნის გალავანი, რომელიც ნარიყალადან ჩამოდიოდა, ასევე, მე-5 საუკუნის გალავნის ნაშთები. ასევე, ქრისტიანობამდელი სამარხები.

აქ არის ძველი თბილისის ყველაზე პირველი აბანო, ეს არის ნამდვილი, ყველაზე ძველი თბილისი. ადგილი, რომელიც მართლაც არსებობდა როგორც ქალაქი, 500 წლით ადრე, სანამ ვახტანგ გორგასალი დედაქალაქის აქ გადმოტანას გადაწყვეტდა, რომელიც შემდეგში მისმა მემკვიდრემ,  შვილმა, დაჩი უჯარმელმა განახორციელა,“ - ამბობს ზურა ბალანჩივაძე და კადრებს გვიზიარებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა