თეგებით ძიება

"ტრამპი ემხრობა, რომ კაცი კაცად და ქალი ქალად დარჩეს ..." - გურამ მაჭარაშვილი

"აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და დღე­ვან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა - ეს უკვე ფარ­დის ჩა­მოხ­სნაა, რომ ის უცხო­უ­რი ძალა, რო­მელ­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ, ებ­რძვის ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს, რაც კი მას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და არე­ნა­ზე უკვე მკვლე­ლო­ბე­ბის მცდე­ლო­ბე­ბით გა­მოჩ­ნდა", - ამის შე­სა­ხებ “ხალ­ხის ძა­ლის” დე­პუ­ტატ­მა, გუ­რამ მა­ჭა­რაშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან დო­ნალდ ტრამპზე სრო­ლის ფაქ­ტის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, დო­ნალდ ტრამ­პი ემ­ხრო­ბა, რომ კაცი კა­ცად და ქალი ქა­ლად უნდა დარ­ჩეს, ასე­ვე ემ­ხრო­ბა მშვი­დო­ბას და ახლა რე­ა­ლუ­რად, მშვი­დო­ბას და ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებს ეს­რო­ლეს.

“სლო­ვა­კე­თის პრე­მი­ერ ფი­ცოს მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, ევ­რო­პის სა­ზო­გა­დო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ უარი უთხრა თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ბე­რა­ლუ­რი ფა­შიზ­მის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და თან ძა­ლი­ან სას­ტი­კად და­ა­მარ­ცხა. რო­გორც ჩანს, გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამა­ზე ძა­ლი­ან გა­ღი­ზი­ან­დნენ და უკვე რა­დი­კა­ლურ ქმე­დე­ბებ­ზე გა­და­ვიდ­ნენ. სამ­წუ­ხა­როდ, მი­ვი­ღეთ ის, რომ აშშ-ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და დღე­ვან­დე­ლი პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­და­ტი მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის მსხვერ­პლი აღ­მოჩ­ნდა - ეს უკვე ფარ­დის ჩა­მოხ­სნაა, რომ ის უცხო­უ­რი ძალა, რო­მელ­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ ებ­რძვის ყვე­ლას და ყვე­ლა­ფერს, რაც კი მას ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა და არე­ნა­ზე უკვე მკვლე­ლო­ბე­ბის მცდე­ლო­ბე­ბით გა­მოჩ­ნდა. კარ­გად ვი­ცით ტრამ­პის პო­ლი­ტი­კა, რო­მე­ლიც ემ­ხრო­ბა, რომ კაცი კა­ცად და ქალი ქა­ლად უნდა დარ­ჩეს, ემ­ხრო­ბა მშვი­დო­ბას და ამ­ბობს, რომ ხელს შე­უ­წყობს უკ­რა­ი­ნა­ში მშვი­დო­ბის დამ­ყა­რე­ბას. რე­ა­ლუ­რად, ეს­რო­ლეს მშვი­დო­ბას, ოჯა­ხურ ტრა­დი­ცი­ებს და ამას ვინ გა­ა­კე­თებს? რა თქმა უნდა, ის გლო­ბა­ლუ­რი ომის პარ­ტი­ე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ, რო­მელ­თაც სურთ, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ომი არ დამ­თავ­რდეს, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ი­წყოს ომი და ა.შ”, - აღ­ნიშ­ნა მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.

გარ­და ამი­სა, მან ისა­უბ­რა მე­თიუ მი­ლე­რის გან­ცხა­დე­ბა­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბის­გან თავი შე­ე­კა­ვე­ბი­ნა.

მა­ჭა­რაშ­ვი­ლის თქმით, ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი რო­გორ­მე თა­ვად მი­ლე­რის გა­რე­შე გა­და­წყვეტს რო­გო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს.

“რაც შე­ე­ხე­ბა მი­ლე­რის გან­ცხა­დე­ბას, კი­დევ ერთხელ ხაზს გა­ვუს­ვამთ, რომ რო­გორ­მე თა­ვად ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი, მი­ლე­რის გა­რე­შე გა­და­წყვეტს რო­გო­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თოს. მე მახ­სოვს, რომ ეს ის ამე­რი­კაა, რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მა­მე­ბიც ამ­ბობ­დნენ, რომ ამე­რი­კის ბედს ამე­რი­კე­ლი ხალ­ხი წყვეტს და არა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლამ თა­ვის პო­ლი­ტი­კურ პრო­ცესს მი­ხე­დოს. ჩვენ დაგ­ვა­ნე­ბონ ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა და მივ­ხე­დავთ მას. ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში რომ უხე­შად ერე­ვი­ან, ვინ ეკი­თხე­ბა ამე­რი­კის რო­მე­ლი­მე წარ­მო­მად­გე­ნელს, მა­გა­ლი­თად სა­ქარ­თვე­ლო­ში ხალ­ხი რა ტრა­დი­ცი­ულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას აირ­ჩევს. ასე რომ, არ­ჩე­ვა­ნი გა­კე­თე­ბუ­ლია მშვი­დო­ბა­სა და ომს შო­რის”, - აღ­ნიშ­ნა მა­ჭა­რაშ­ვილ­მა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა