თეგებით ძიება

დაღლილი, გაჯიუტებული და გაბოროტებული კაცის გამოსვლა - ლაშა ბუღაძე ივანიშვილზე

დაღლილი, გაჯიუტებული და გაბოროტებული კაცის გამოსვლა, - ასე აფასებს მწერალი ლაშა ბუღაძე ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ სიტყვით გამოსვლას.

"ეს ყველაფერი იყო ძალიან დიდი ტყუილი. თვითონ ბიძინა ივანიშვილის მთელი ეს მისი გამოსვლა, რაღაცა დაღლილი და გაჯიუტებული და გაბოროტებული კაცის, გაჯერებული კასკადით ტყუილების ანუ  დაწყებული მათი ვითომდა პრაგმატული კონსპირაციული ბოდვებით, აი, მდაბიო, მდარე ტყუილები! და პლიუს, გამაოგნებელი არაკომპეტენტურობა, ერთის მხრივ ჩინეთს უხდის მადლობას, მეორეს მხრივ შინაგანი რწმენა აქვს, რომ დონალდ ტრამპი გახდება ამერიკის პრეზიდენტი და იქ „დალაგდებიან“ მასთან. სინამდვილეში, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება და მისი მდგომარეობა გულისხმობს რაღაც დასასრულის აგონიას, იმიტომ, რომ ყველაფერი ეს ცხადია... ახლა, დანარჩენი, თვითონ იქ მისული ხალხი, ეს გასაგებია. არ მინდა, რომ შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, მაგრამ ასეა, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა ბევრი ადამიანი, კვლავაც აპირებს ყიდვას. ეს არის მის ფულზე მცხოვრები ხალხი და სინამდვილეში მათ არც ენერგია აქვთ, არც ძალა და არც რწმენა აქვთ", - ამბობს ლაშა ბუღაძე.

ბიძინა ივანიშვილმა ენმ-ს და ოპოზიციის წინააღმდეგ არჩევნების შემდეგ რეპრესიები დააანონსა. ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" ახალი ოფისის გახსნის პრეზენტაციაზე ისაუბრა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა