თეგებით ძიება
18. 07. 2024 მსოფლიო

ზელენსკიმ ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, კიევის მხარდაჭერის საკითხში ერთიანობა შეინარჩუნონ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, კიევის მხარდაჭერის საკითხში ერთიანობა შეინარჩუნონ. ამის შესახებ მან დიდ ბრიტანეთში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა. 

ზელენსკის თქმით, კრემლის ლიდერი ცდილობს ევროპის ცალკეულ ქვეყნებთან ან პარტიებთან დაახლოებას, რათა ევროპულ ქვეყნებს შორის ერთობა შეარყიოს. 

"ყველა დამოუკიდებლად ირჩევს, როგორ მოიქცეს, რა მემკვიდრეობა დატოვოს, მაგრამ თუ ვინმე ევროპაში გადაწყვეტს, გადაჭრას საკითხები სხვის ზურგს უკან, თუ ვინმეს ომის დედაქალაქში სურს ჩასვლა, იქ საუბარი და დაპირებების გაცემა ჩვენი საერთო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ასეთ ხალხს ყურადღება რატომ უნდა მივაქციოთ? ევროკავშირს და ნატოს შეუძლიათ საკითხების გადაჭრა ასეთი ადამიანების გარეშე“, – აღნიშნა ზელენსკიმ. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა