თეგებით ძიება

"ხაზარაძესთან არანაირი კითხვა არ მაქვს და არც მქონია" - გიორგი გახარია

ხაზარაძესთან მე არანაირი კითხვები არ მაქვს და არც მქონია - ასე პასუხობს პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი "ლელოს" ლიდერის შეთავაზებას. 

მეტიც, ექსპრემიერი ამბობს, რომ "ლელოსთან" მიმართებით ძალიან კარგად მიდიან. 

რაც შეეხება "ლელოს" ლიდერის კითხვებს, გიორგი გახარია ხაზარაძეს მოთმინებას ურჩევს. 

"ხაზარაძესთან მე არანაირი კითხვები არ მაქვს და არც მქონია. ჩცენ ჩვენი გეგმით "ლელოსთან" მიმართებით ძალიან კარგად მივდივართ და უაღრესად კმაყოფილი ვარ, იმით ახლა რა კონდიციაშია "ლელო" და რაც ხდება. ეს ძალიან მომწონს და იმედი მაქვს, რომ კიდევ ერთხელ, როგორც რამდენჯერმე კიდევ ერთხელ, როგორც რამდენჯერმე, ამ ყველაფერს არ გააფუჭებენ, მე კითხვები არ მქონია და არ მაქვს. 

მე რა ვუყო, ჰქონდეს ეს კითხვები, (მამუკას) კითხვები ხაზარაძეს ადრეც ჰქონდა და ითმენდა როგორღაც და კიდევ რამდენიმე წელი მოითმენს, არანაირი პრობლემა არ არის. 

პარტიამ "საქართველოსთვის" უკვე განაცხადა, ეს არ გვითქვამს გუშინ, ჩვენთვის წითელი ხაზია "ნაციონალური მოძრაობა" და წითელი ხაზია "ქართული ოცნება". ეს ყველასთვია, საზოგადოებისთვის ცნობილია, უკვე დიდი ხანია აქ არანაირი სიახლე არ არის" - ამბობს გახარია. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა