მამაკაცი, რომელიც ქვახვრელში მდინარემ გაიტაცა, გარდაცვლილი იპოვეს
32 წლის მამაკაცი, რომელიც ქვახვრელში მდინარემ გაიტაცა, დღეს გარდაცვლილი იპოვეს. რადიო „მოზაიკას“ ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მდინარემ 13 ივლისს გაიტაცა.
"13-დღიანი ძებნის შემდეგ, სამაშველო სამსახურმა სოფელ მეტეხის მიმდებარედ მდინარე მტკვარში გარდაცვლილი იპოვა“, – აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.