თეგებით ძიება

წილოსანი: სუს-ის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ უმძიმესი რეალობა დაგვანახა. ეს ადამიანები არ მოერიდებიან არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ქვეყნის ლიკვიდაციასაც

სუს-ის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ უმძიმესი რეალობა დაგვანახა. ეს ადამიანები არ მოერიდებიან არა მხოლოდ ადამიანების ლიკვიდაციას, არამედ ქვეყნის ლიკვიდაციასაც, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით.

„სუს-ის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ უმძიმესი რეალობა დაგვანახა. ეს ადამიანები არ მოერიდებიან არა მხოლოდ ადამიანების, არამედ ქვეყნის ლიკვიდაციასაც. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი არის მათი ნომერ პირველი სამიზნე იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი 2012 წლიდან მოყოლებული არის ქვეყნის გადარჩენის ფაქტორი. ოპოზიცია სასაცილო, სირაქლემას პოზაში არის, ჩარგული აქვს თავი და არ ხედავენ ან სპეციალურად ქმნიან ფონს, რომ ვითომ ვერ ხედავენ რეალობას, რომელიც ყოველდღიურად ახალ და ახალ ასპექტებს იძენს. ეს არის ტერაქტის მომზადება, გადატრიალების მცდელობა და ის მისია, რომელსაც ისინი ყოველწლიურად ემსახურებიან“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

სუს-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ გამოძიება უკრაინაში მყოფი საქართველოს ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ აღნიშნული ქმედებების მიზანი ქვეყანაში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა