თეგებით ძიება

2024 წლის 6 თვეში თბილისში პარკირების წესების დარღვევის გამო 8 მილიონის, უბილეთო მგზავრობისთვის კი 1.7 მილიონის ჯარიმა გამოიწერა

ფინანსთა სამინისტროს ხაზინის  2024 წლის ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის თანახმად. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში დედაქალაქის ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტის პარკირების წესების დარღვევის გამო 8 227 756 ლარის ჯარიმა გამოიწერა.  რაც შეეხება უბილეთო მგზავრობის გამო დაწერილ ჯარიმებს დოკუმენტის თანახმად ეს თანხა 1 735 471 ლარს შეადგენს.

წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა გაზრდილია. 2023 წელს ეს თანხა 7 835 964 ლარი იყო. უბილეთოდ მგზავრობის გამო დაწერილი ჯარიმების რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით შემცირებულია. წინა წლის 6 თვეში აღნიშნული ჯარიმების რაოდენობა 2 129 999 ლარი იყო.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა