თეგებით ძიება

„ბოლო ტყვიამდე იბრძოლა, გმირულად დაეცა“ – ვინ არის უკრაინაში დაღუპული კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი?

უკრაინაში მიმდინარე ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა – სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი მეომარი, ვანო ნადირაძე ავრცელებს.

გარდაცვლილი ბონდო გაგნიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მოწინააღმდეგესთან შეტაკების დროს დაიჭრა. არსებული ინფორმაციით, ბონდო გაგნიძე რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძოდა.

„ჩემი ბონდო აღარ გვყავს. ბრძოლაში დაეცა გმირულად, ბოლო ტყვიამდე იბრძოლა“…

„ჩემი ბონდო, ყველაზე ალალი კაცი, ოდესმე ვინმე თუ შემხვედრია. აღარ გვყავს“, – წერს ვანო ნადირაძე და გარდაცვლილი მებრძოლის ვიდეოს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში მიმდინარე ომს 65-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა