"წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“ - გაფრთხილება ხვალინდელი ამინდის შესახებ
გარემოს ეროვნული სააგენტო, ამინდის გაუარესებასთან დაკავშირებით მოსახლეობას აფრთხილებს:
"31 ივლისს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ და ჩრდილოეთ რაიონებში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი. აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში - ძალიან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს პატარა მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (აჭარის, გურიის, იმერეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში საფრთხის დონე მაღალი, დანარჩენ ტერიტორიაზე - საშუალო)“,- ნათქვამია განცხადებაში.