2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს ანდრია ფუტკარაძე წარადგენს
2024 წლის საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს „რანინას“ მეშვიდე სეზონის გამარჯვებული, ანდრია ფუტკარაძე წარადგენს.
ყველაზე მასშტაბურ საბავშვო მუსიკალურ კონკურსს ესპანეთის დედაქალაქი მადრიდი 16 ნოემბერს უმასპინძლებს. საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა პირველმა არხმა 30 ივლისს დაასახელა.