თეგებით ძიება

"სამყაროში არ არსებობს შენზე მაგარი ადამიანი... ჩემო უფლის საჩუქარო“ - ტატო გრიგალაშვილის მეუღლე ემოციებს გვიზიარებს

პარიზის 2024 წლის ოლიმპიურ თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მეოთხე საშეჯიბრებო დღეს მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

"მადლობა მოლოცვისთვის და გულშემატკივრობისთვის, არ არის ოქრო, მაგრამ რას ვიზამთ, ისღა დარჩენიათ ჩვენს ოლიმპიელებს, შეძლონ და გამოასწორონ ეს...“, - თქვა ტატომ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ადგილზე იმყოფებოდა მისი მეუღლე, თაკო გოგოლაძე, რომელიც მეუღლეს ამხნევებდა. მოგვიანებით, მან საკუთარი ემოციები სოციალურ ქსელში გაგვიზიარა:

"სამყაროში არ არსებობს შენზე მაგარი ადამიანი... სიამაყით სავსე ვარ, ჩემო უფლის საჩუქარო... მიყვარხარ უსაზღვროდ. აბა, სხვამ რა იცის, რა ძნელია, შენს ოცნებას სხვა რომ იხდენს... მიყვარხარ და ვამაყობ! არ დავიღლები ამის თქმით...“ - დაწერა თაკომ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა