ბოლო პერიოდში გახარია ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევა - რომან გოცირიძე
ბოლო პერიოდში გახარია ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევა. ის პირადი შურისძიებისა თუ პირადი წყენების საპასუხოდ ანაკლიასთან დაკავშირებულ თემებს ახმოვანებს სახელისუფლებო პლატფორმიდან, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
„იყო შანსი რომ ეგრეთ წოდებული „არანაცური“ კოალიციის შეკვრისა გახარიასა და „ლელოს“ სახით, მაგრამ ამ ბოლო პერიოდში გახარია ძალიან უპასუხისმგებლოდ იქცევა, რომელმაც ფაქტობრივად მსგავსი გაერთიანების შანსი მოკლა, ვინაიდან ის პირადი შურისძიებისა თუ პირადი წყენების საპასუხოდ ანაკლიასთან დაკავშირებულ თემებს ახმოვანებს სახელისუფლებო პლატფორმიდან, სახელისუფლებო სიმაღლიდან. ფაქტობრივად, ამართლებს ხელისუფლების დანაშაულს, რომელმაც ჩაძირა ანაკლიის პროექტი და რომელმაც პოლიტიკური დევნა განახორციელა ხაზარაძე ჯაფარიძის წინააღმდეგ. ობიექტური რომ ვიყო, არც მამუკა ხაზარაძეს არ უნდა წაეყენებინა მისთვის 4 თუ 5 შეკითხვა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.