„მინდა ისეთი დახვედრა იყოს ისტორიას რომ დარჩება“ - ლაშა ბექაური მიმართვას ავრცელებს
ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:
„ჩემო ძვირფასო ქართველებო, მინდა ისეთი დახვედრა იყოს, ისტორიას რომ დარჩება და ყველას ერთად მინდა ჩაგეხუტოთ და მოგესიყვარულოთ. მინდა, თქვენი ენერგია მივიღო და თქვენთან ერთად გავიზიარო ეს უდიდებულესი სიხარული, მიყვარხართ!“ - წერს ბექაური.