თეგებით ძიება

ჩემი საყვარელი ძმა დავკარგე, ხოლო მკვლელს შეუძლია ჩაეხუტოს თავის ოჯახს, ეს მტკივნეულია - ზელიმხან ხანგოშვილის ძმა

ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია, დამცირებულად ვგრძნობთ თავს, - განაცხადა გერმანიაში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმამ, ზურაბ ხანგოშვილმა გერმანულ გამოცემა Bild-თან ინტერვიუში.

„ახლა ჩემი ძმის მკვლელი თავისუფალია. თავს დამცირებულად ვგრძნობთ. ბავშვები ობლები დარჩნენ, მე დავკარგე ჩემი საყვარელი ძმა, ხოლო მკვლელს შეუძლია ჩაეხუტოს თავის ოჯახს. ეს მტკივნეულია“, - აღნიშნა ზურაბ ხანგოშვილმა.

„რაც შეეხება გაცვლას, რომ ეკითხათ ჩემთვის ან ჩვენთვის, დავთანხმდებოდი, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, გავიგებდი, რომ პუტინის ტყვეობიდან რამდენიმე პატიმარი თავისუფლდება“, - დასძინა მან.

მანამდე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის გერმანიაში მსჯავრდებული ვადიმ კრასიკოვის რუსეთისთვის გადაცემა იოლი გადაწყვეტილება არ იყო.

თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, რუსეთსა და დასავლეთის რიგ ქვეყნებს შორის პატიმართა გაცვლა შედგა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა