თეგებით ძიება

მწვანე ლობიო, საზამთრო, ვაშლი - 10 პროდუქტი, რომელიც 1 წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.4%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.8 % შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, მათივე ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 1.2 %-ით, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.1%-ით განისაზღვრა.

საქსტატის მიხედვით, ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მოხვდა მწვანე ლობიო, საზამთრო და ვაშლი.

გთავაზობთ 2024 წლის ივლისში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტოპ-10 ყველაზე გაძვირებულ პროდუქტს:

მწვანე ლობიო - 44.2%-ით გაძვირდა;

საზამთრო - 39%-ით გაძვირდა;

ვაშლი - 33.8%-ით გაძვირდა;

ნიორი - 31.8%-ით გაძვირდა;

ბადრიჯანი - 30.5%-ით გაძვირდა;

ჭარხალი - 29.2%-ით გაძვირდა;

ქლიავი - 26.6%-ით გაძვირდა;

მანდარინი - 25.5%-ით გაძვირდა;

კიტრი - 25%-ით გაძვირდა;

ატამი - 24.5%-ით გაძვირდა.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა