ოკუპირებულ ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა აიკრძალა
ოკუპირებულ ახალგორში ქართულ ენაზე სწავლა აიკრძალა. გადაწყვეტილება საოკუპაციო რეჟიმმა უკვე მიიღო.
გადაწყვეტილების საფუძველზე, სექტემბრიდან ოკუპირებული რეგიონის სკოლებში სასწავლო ენა მხოლოდ რუსული იქნება.
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ინფორმაციით, ახალგორის ორ სოფელში იხურება სკოლებიც, რადგან ოკუპირებულ რეგიონს იქ არსებული გაუსაძლისი პირობების გამო ქართველები ტოვებენ.
ოფიციალური თბილისი ამ პრობლემაზე და საკუთარი მოქალაქეების უფლებების დარღვევაზე კომენტარს არ აკეთებს.