მოსამართლის გადაწყვეტილება ადასატურებს იმას, თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“, კონკრეტულად კი ივანიშვილს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის - სოფო ჯაფარიძე
„ე.წ. მოსამართლის მიხეილ ჯინჯოლიას გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასატურებს იმას, თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“, კონკრეტულად კი ივანიშვილს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის,“ - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარემ სოფო ჯაფარიძემ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
ოპოზიციის წევრის თქმით, ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ მიხეილ სააკაშვილს ქართველი ხალხის გაერთიანება და ქვეყნის ჭოაბიდან ამოყვანა შეუძლია.
2024 წლის 2 აგვისტოს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ივანიშვილს ყველაზე მეტად თუკი რამის ეშინია, ეშინია თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის. მიხეილ სააკაშვილის, რომელიც ზუსტად იცის, როგორც კი იქნება თავისუფალი და იქნება გარეთ ქართველ ხალხთან, ის იქნება ადამიანი, რომელიც აუცილებლად შეძლებს, როგორც შეძლო 2003 წელს, კიდევ ერთხელ გააერთიანოს ქართველი ხალხი და კიდევ ერთხელ ამოიყვანოს ქვეყანა ჭაობიდან. კიდევ ერთხელ დაასრულოს ეს სიღარიბე, უმუშევრობა, მაღლი ფასები და კიდევ ერთხელ შექმნას ისეთი სახელმწიფო, როგორსაც იმსახურებს ქართველ იხალხი.
ჩვენ ვნახეთ ორი დღის წინ, როდესაც ე.წ.-მა ახლადდანიშნულმა მოსამართლემ მიხეილ ჯინჯოლიამ უკვე პატიმრობა მისჯილ მიხეილ სააკაშვილს როგორ მიუსაჯა ხელახლა წინასწარი პატიმრობა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა და კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, თუ როგორ ეშინია „ქართულ ოცნებას“ და კონკრეტულ ივანიშვილს თავისუფალი მიხეილ სააკაშვილის. ვერ დაგვაშინებთ, ვერ გაგვაჩერებთ, ჩვენ ვივლით წინ. მიხეილ სააკაშვილი 26 ოქტომბრის შემდეგ იქნება თავისუფალი და აუცილებალდ ერთად ავაშენებთ დამოუკიდებელ, ევროპულ და დემოკრატიულ საქართველოს,- განაცხადა სოფო ჯაფარიძემ.