„გავიმარჯვებთ სახელოვნად, არასოდეს ასეთი ღონე არ მიგრძვნია ფეხებში“ - თამარ ჩერგოლეიშვილი
„ევროპუი საქართველოს“ ეერთ-ერთი ყოფილი ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
ძალიან მაგარია პრაიმერიზი.
ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანები მეხმიანებიან, მხარი დაუჭერიათ მეორე სიისთვის - ერთი სიღნაღიდან ჩასულა გურჯაანში, რადგან სიღნაღში უბანი არ გვქონდა, ერთი წალკაში მისულა და გამოუცხადებია მე თამარას მხარდამჭერი ვარო ... მესტიაში დაგვეხმარა ადამიანი, უცებ რომ დამკვირვებელი დაგვჭირდა და გაირკვა, რომ გულშემატკივარია.
მე არც მიმუშავია მათთან, არცერთს ვიცნობ პირადად - მაგრამ რადგან ერთ მშვენიერ დილას ადგნენ, თავისი ნებით გადაწყვიტეს მხარდაჭერა და ამისთვის, საკუთარი სურვილით იმოქმედეს, დღეს ჩვენი წარმატება მათთვისაც მნიშვნელოვანია და ბუნებრივი ძალით გვეხმარებიან.
მეორე სიის დელეგატების ჩეთიც მარტივად გადაკეთდა ახალი პარტიის მხარდამჭერთა საკომუნიკაციო არხად და იზრდება - მალე ყველა დელეგატი ჩაერთვება და სადამფუძნებლო ყრილობაც ეგაა - ნაღდი, იდეით მოტივირებული, წელში გამართული 1000 ადამიანი მთელ საქართველოში.
გავიმარჯვებთ სახელოვნად, არასოდეს ასეთი ღონე არ მიგრძვნია ფეხებში - წერს ჩერგოლეიშვილი.