პოლიტიკური ნაწილი ამ საკითხს არ გააჩნია, ჩემი აზრით. ხე გახმა უბრალოდ - იაგო ხვიჩია
ბატონ ბიძინას ჰყავს არაკვალიფიციური თანამშრომლები ხეების მოვლაში-ც კი, ან „ნაცების“ წყევლამ ხე გაახმო, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც დენდროლოგიური პარკის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ „ნაცმოძრაობის" ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების გამო, 2021 წელს აფრიკაში გრუნტიდან ამოღებულმა ხეებმა, 2023 წლის ოქტომბრამდე ვერ მოაღწია საქართველომდე, რის გამოც რვავე ბაობაბის ხე გახმა.
„ჩემი აზრით, ორი ვერსია შეგვიძლია დავუშვათ ბაობაბების გახმობასთან დაკავშირებით: პირველი, რომ ბატონ ბიძინას ჰყავს არაკვალიფიციური თანამშრომლები ხეების მოვლაში-ც კი, ან მეორე ვარიანტია, რომ „ნაცების“ წყევლამ ხე გაახმო. ეს განცხადება მაინც წააგავს იმას, რომ ბატონო ბიძინა ჩვენ არა დაგვაბრალოთ ხეების გახმობა, 2 წელი კარგად რომ ვერ მოვუარეთო, „ნაცებს“ დააბრალეთო. პოლიტიკური ნაწილი ამ საკითხს არ გააჩნია, ჩემი აზრით. ხე გახმა უბრალოდ“,- აცხადებს იაგო ხვიჩია.