ჩვენ ვართ პირველი პოლიტიკური ძალა უახლოეს ისტორიაში, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიან ანაზღაურებას პატიოსანი შრომისთვის - ანა დოლიძე
„ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ საარჩევნო გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა, რომ მთავარი ამოცანა შრომის დაფასება და სამართლიანი ანაზღაურება იქნება.
,,ჩვენ ვართ პირველი პოლიტიკური ძალა უახლოეს ისტორიაში, რომელიც ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამართლიან ანაზღაურებას პატიოსანი შრომისთვის. ჩვენი ამოცანაა შრომის დაფასება და სამართლიანი ანაზღაურება. ჩვენთვის ევროკავშირი არ არის მხოლოდ და მხოლოდ რეფორმები, უფლებები, პოლიტიკური უფლებები, დემოკრატია, ევროკავშირი არის ასევე კეთილდღეობა. ვფიქრობთ, რომ ჩვენ იმ სამი მნიშვნელოვანი თეზისით, რასაც დღეს წარვადგენთ, სამუშაო ადგილები ხალხისთვის, სამართლიანი ანაზღაურება, სამუშაო ადგილების შექმნა და არა მონური შრომა ეს არის სწორედ ევროპული სტანდარტი. ევროკავშირისთვის აუცილებელი რეფორმები და რაც ყველაზე მთავარია, 1000 ლარიანი პენსია ჩვენი მშობლებისთვის“, - განაცხადა ანა დოლიძემ.