თეგებით ძიება

"განვიხილეთ 2 მნიშვნელოვანი საკითხი" - "ნაცმოძრაობის" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა

პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი - “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გაფართოვებაზე და კოალიციური პარტნიორის დამატებას ჩვენს ერთიანობაში” - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა

პოლიტიკური საბჭოს განხილვა და დამტკიცება.

პოლიტსაბჭოს დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ ორი მნიშვნელოვანი საკითხი. ერთი

ეხება ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის გაფართოვებას და კოალიციური პარტნიორის დამატებას ჩვენს ერთიანობაში, ხოლო მეორე ეხება ყრილობის მოწვევას, სადაც უნდა ავირჩიოთ ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე, რომლის კანდიდატურადაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარტიას წარმოუდგინა კობა ნაყოფია - პრეზიდენტ სააკაშვილის ძველი თანამებრძოლი და ადამიანი, რომელიც გადამწყვეტ დროს ყოველთვის იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიაში.

ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც სჭირდებოდა პოლიტიკური საბჭოს განხილვა და დამტკიცება. ჩვენ ორივე საკითხი დღევანდელ პოლიტსაბჭოს სხდომაზე დავამტკიცეთ, ხოლო უახლოეს დღეებში იქნება ღონისძიება, რომელზეც ყრილობა მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას ორივე საკითხზე“, - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა