თეგებით ძიება

პარლამენტის შეკრება არის უკანონო და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც პარლამენტი ამ დროს მიიღებს, უკანონოა - ვახუშტი მენაბდე

მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს, საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა. მანამდე საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში არჩევნების ფარულობასა და საყოველთაობის დარღვევასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე TIA.GE- თან ამბობს, რომ  პარლამენტის მიერ საკუთარი უფლებამოსილების ცნობა უკანონოა, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო არჩევნების კონსტიტუციურობის დავას განიხილავს და 150-ვე დეპუტატის მანდატის კანონიერება გასაჩივრებულია. 

- მე ვფიქრობ, რომ პარლამენტის შეკრება ეწინააღმდეგებოდა საქართველოს პარლამენტის საქმიანობის მარეგულირებელ კანონმდებლობას, ამიტომ ეს შეკრება არის უკანონო და ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც მიიღებს პარლამენტი ამ დროს შესაბამისად, არის უკანონი.

- პრეზიდენტის არჩევაც?

- ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ეს პარლამენტი მიიღებს, მათ შორის პრეზიდენტის არჩევა ჩემი აზრით, ლეგალური გადაწყვეტილება არ იქნება

- რა მოხდება თუ საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის სარჩელი დააკმაყოფილა?

- ამ შემთხვევაში არჩევნები არაკონსტიტუციურად გამოცხადდება. შესაბამისად, პარლამენტიც არაკონსტიტუციურად არჩეული იქნება და არჩევნები ბათილად ცნობილი იქნება, თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება არ წარმომიდგნია.

- რა გველის იმ შემთხვევში თუ მსოფლიომ პარლამენტის ლეგიტიმურობა არ ცნო?

- თუ ეს არჩევნები დასავლეთმა არ ცნო, მაშინ დასავლეთისგან იზოლაციაში მოვექცევით. ზოგადად, როდესაც პარლამენტიდან უმრავლესობა არა კანონებზე, არამედ ძალადობაზე დაყრდნობით მართავს, იურისტის კონსულტაცია ტყული დროის ხარჯვაა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა