თეგებით ძიება

პარლამენტს 89 დეპუტატით არ შეუძლია კონსტიტუციის გადასინჯვა, საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება და კიდევ რამდენიმე უფლებამოსილების განხორციელება - დემეტრაშვილი

კონსტიტუციონალისტი, ავთანდილ დემეტრაშვილი TIA.GE- თან საუბარში აცხადებს, რომ დღევანდელ პარამენტს ლეგიტიმურობის დაბალი ხარისხი აქვს, მაგრამ  იმის მტკიცებას, რომ არალეგიტიმურია, გარკვეული არგუმენტების მოყვანა სჭირდება.

- საკონსტიტუციო სასამართლოს საკითხის განხილვისთვის გარკვეული ვადები აქვს, ამიტომ ცოტა რთულია იმის პროგნოზირება სარჩელს რა ვადებში განიხილავს. მეორე მხრივ, კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ პარლამენტი თავის საქმიანობას უფლებამოსილების ცნობიდან უნდა შეუდგეს. აქ კონსტიტუციის გარკვეული ხარვეზია.

- იქნებ დაგვიკონკრეტოთ, რომელ ხარვეზს გულისხმობთ.

- კონსტიტუციაში არ წერია, რომ პარლამენტს შეკრება არ შეუძლია, სანამ საკონსტიტუციო სარჩელს არ განიხილავს. მე ვთვლი, რომ აქ ხარვეზია. რა თქმა უნდა, ამ პარლამენტს ლეგიტიმურობის ხარისხი მაღალი არ აქვს, ეს ფაქტია, ვინაიდან ჯერჯერობით ცნობილია, რომ პარლამენტის წევრი მხოლოდ 89 დეპუტატი იქნება. ამ 89 დეპუტატით პარლამენტს არ შეუძლია კონსტიტუციის გადასინჯვა, სახალხო დამცველის არჩევა, საერთაშორისო ხელშეკრულებების რატიფიცირება, დენონსირება და კიდევ რამდენიმე უფლებამოსილების განხორციელება, ამიტომ რა თქმა უნდა, მისი ლეგიტიმურონის ხარისხი მაღალი არ იქნება, მაგრამ იმის მტკიცებას, რომ სრულად არალეგიტიმურია, გარკვეული არგუმენტების მოყვანა სჭირდება.

- თქვენი აზრით, ამ პარლამენტის ჩატარებული პრეზიდენტის არჩევნები რამდენად ლეგიტიმური იქნება?

- კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან თუ არ ვცდები, 45 დღეში  უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები ანუ კონსტიტუცია რაიმე დაბრკოლებას ან პირობას როდის შეიძლება არჩეული იყოს და როდის არა, არ აწესებს. სხვა საკითხია, რომ პირველ ტურში პიროვნება აირჩევა პრეზიდენტად თუ სამი მეხუთედი ანუ 90 დეპუტატი დაუჭერს მხარს. სამი მეხუთედის გარეშე რა თქმა უნდა,  პარლამენტის უფლებამოსილება აირჩიოს პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება. არჩევნები აუცილებლად უნდა ჩატარდეს. პრეზიდენტს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა, პარლამენტი მაღალი  თუ დაბალი ლეგიტიმურობით, არსებობს, ამიტომ კანონზომიერია, რომ აპრეზიდენტის არჩევის უფლება ჰქონდეს, მაგრამ 90 მანდატი პრობლემაა. მეორე პრობლემაა ისაა, რომ თუ ოპოზიცია პარლამენტში, აჭარის უმაღლეს საბჭოში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არ შევიდა, 300 წევრიანი კოლეგია ვერ შედგება. ამ შემთხვევაში პრეზიდენტის კონსტიტუციურად არჩევასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა  გაჩნდება.  


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა