თეგებით ძიება

"ალფა სახლი“ - 22 წლის გამოცდილება და ყველაზე მასშტაბური პროექტი ამიერ კავკასიაში

"ალფა სახლი" უძრავი ქონების ბაზარზე უკვე 22 წელია ოპერირებს. ამ დროისთვის 19 დასრულებულ პროექტს იცვლის. ამჯერად სამ ლოკაციაზე 25 კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ეს არის გლდანში, დიდი დიღომში და ასევე შეკვეთილში. ამ თემაზე ვრცლად BM-სთან "ლემონს გრუპის" დამფუძნებელი, ირინა მელიმონაძე საუბრობს.

 - მოკლედ შესავლისთვის რომ ვთქვათ რამდენი ხანია რაც ბაზარზე ხართ, რა ტიპის პროექტებს აშენებთ, სად აშენებთ და რა არის მთავარი ხაზი?

"ზოგადად "ალფა სახლი" 22-23 წელია უკვე რაც წარმოდგენილია, როგორც სამშენებლო კომპანია. თავიდან ასეთი მასშტაბური პროექტებით არა, თუმცა ბოლო ექვსი წელია გამოირჩევა ალფას პროექტები თავისი მასშტაბურობით, არ აშენებს ასე კონკრეტულად კორპუსს და მხოლოდ ამის გაყიდვებზე არ არის ორიენტირებული. ძირითადად საცხოვრებელ კომპლექსებზე ვართ ორიენტირებული.

მის მოღვაწეობაში ანუ ამდენი წლის მანძილზე ყველაზე მასშტაბური და არა მარტო ალფასთვის არამედ საქართველოსთვის ამიერ კავკასიაში ყველაზე დიდი მასშტაბის სამშენებლო პროექტს ახორციელებს ალფა. 160 000 კვადრატულ მეტრზეა სამშენებლო პოლიგონი ასე ვთქვათ გადაჭიმული პირველი ეტაპი მშენებლობის ოთხ ბლოკს მოიცავს, შვიდ კორპუსს.

ძირითადად ალფამ შეცვალა სამშენებლო ინდუსტრიაში და ქართულ რეალობაში ბევრი მიმართულება თავისი ახალ-ახალი პროდუქტებით და ახლაც ახალი ამბავი აქვს ჩაბარების კონდიციაზე. ვფიქრობთ, რომ გაჯერდა ბაზარი თეთრი კარკასის კონდიციის ჩაბარებას, თითქოს მწვანე კარკასიც ვცადეთ მშენებლებმა, მაგრამ ალფამ სულ სხვა რაღაც გააკეთა ამ კონკრეტულ "სხვა უბნის" პროექტში და მობინადრეები ჩაიბარებენ ბინას თითქმის კოსმეტიკურ რომონტამდე მიყვანილს, ანუ მომხმარებელს დასჭირდება მხოლოდ დეკორატიული დიზაინის თავისი გემოვნებით შექმნა. დანარჩენი სრულად არის დასრულებული შავი სამუშაოები ბინაში.

გარემონტებულია მთლიანად აივანი, ელექტროობა, ბინაში აბსოლუტურად ყველაფერი გაკეთებულია გარდა გრანიტის, შპალის და ჭერისა", - ამბობს ის.

- ეს არის ახალ-ახალი შეთავაზებები, რასაც მომხმარებელი ითხოვს და ამით ხდება კონკურენციაც დეველოპერებს შორის, რომ ახალი კონდიცია, ახალი შეთავაზება, გადახდის პირობა.

"გარდა იმისა, რომ მომხმარებელი ითხოვს, ასევე სამშენებლო პროცესი უნდა გაუმჯობესდეს, როგორც აღვნიშნეთ ამხელა პროექტში, ასეთ მასშტაბურ პროექტში მობინადრეები მშენებლობის სხვადასხვა ეტაპზე შეუშვა ბინაში, იმიტომ რომ დაქსელოს, ვთქვათ, კომუნიკაციები შემდგომ გააკეთოს, მწვანე კარკასამდე მიიყვანოს, ძალიან რთული სამართავი იქნებოდა. შესაბამისად ამ მასშტაბის პროექტმაც მოიტანა და მომხმარებლის კომფორტზე ფიქრმაც თავისთავად იმიტომ რომ თქვენ, როცა გადადიხართ ახალ საცხოვრებელ კორპუსში ერთი-ორი წელი თქვენ მშვიდი ცხოვრება ნამდვილად არ გაქვთ.  თქვენი მეზობლები არემონტებენ იქ ხმაურია აი ამ პროცესს მთლიანად ავარიდებთ ჩვენს მობინადრეებს შევლენ მხოლოდ დეკორატიული კოსმეტიკური რემონტის სამუშაოებისთვის და გადავლენ საცხოვრებელს და იქნება სიმშვიდე მთელს კორპუსში".

- ამ პროექტთან მიმართებით გაქვთ წინა საახალწლოდ განსაკუთრებული შეთავაზებები, რომ მოგვიყვეთ უფრო ვრცლად რას ითვალისწინებს, რა ვადამდე გრძელდება და ყველა ტიპის გადახდის პირობებზე ვრცელდება თუ არა, ესეც საინტერესოა ალბათ იმიტომ, რომ მრავალფეროვანი არჩევანი გაჩნდა ამ კუთხითაც ბაზარზე.

"იქიდან გამომდინარე, რომ ამ კონკრეტულ პროექტში, დიდი დიღმის პროექტში 8000 მაცხოვრებლის შესაძლებლობაა, რა თქმა უნდა, გადახდის პირობების, დასრულების ვადების, წინასწარი შენატანის ან მის გარეშე პროდუქტების ნაირსახეობაა ჩვენთან, ამიტომ თითქმის ყველატიპის მომხმარებლის მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ. ამ კონკრეტულ 31 დეკემბრამდე შეთავაზებას, რაც შეეხება სამი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ამბავია, ეს არის კვადრატულის ფასი რომელიც მთელი 2025 წლის მანძილზე ალბათ დიდ დიღომში ამ კონკრეტულ ლოკაციაზე არავის არ უნახავს და არც იქნება არცერთ სხვა მომდევნო წელს მე ასე ვთვლი იმიტომ, რომ ეს არის უპრეცედენტოდ დაბალი კვადრატული მეტრის ღირებულება მითუმეტეს სხვა კარკასის კონდიციით. ეს პირობა არ ეხება მხოლოდ ერთიან გადახდას და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამარტივებული გადახდის პირობაზეც კი არის შეთავაზება და მნიშვნელოვანი ფასდაკლება. ყოველთვიური შენატანი გვაქვს განახევრებული იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანებისთვის არის წლის განმავლობაში ისეთი პერიოდები ახალი წელი, დაბადების დღის პერიოდი ანუ იქ ცხოვრებისეული მომენტები და გათვალისწინებული გვაქვს, რომ ყოველთვიური შენატანი იყოს მაქსიმალურად მსუბუქი მომხმარებლისთვის და საბანკო პროდუქტზე მაქსიმალურად მსუბუქი გადახდის პირობებით მივიდეს. ესეც მათი არჩევანია. შეუძლიათ არ ისარგებლონ მხოლოდ მინიმალური შეთავაზებებით და თავიანთი სურვილები დაამუშავონ ჩვენს წარმომადგენლებთან ერთად", - ამბობს ის.

- დაწყებულია აქცია უკვე და მიმდინარე წლის ბოლომდე გაგრძელდება?

"დიახ, აქცია დაწყებულია და საკმაოდ მაღალი მომართვიანობაა. შესაბამისად ვურჩევ ყველა მსურველს, რომ წინასწარ დარეკონ, დაჯავშნონ, რომ რიგები და ლოდინი არ მოუწიოთ. მე ვეწინააღმდეგები სხვა ტიპის გაყიდვებს. ვფიქრობ, რომ მშვიდად უნდა მიიღოს მომხმარებელმა გადაწყვეტილება მშვიდ გარემოში, როცა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იღებს და ყიდულობს უძრავ ქონებას, საინვესტიციოდ თუ საცხოვრებლად. ამიტომ ვცდილობთ, რომ ვმართოთ რიგებიც და იყოს უფრო მშვიდი გარემო ოფისებში".

- ბინის შეძენისთვის პირველადი შენატანი რა არის და ამ ნაწილში არსებულ სურათს როგორ აფასებთ ბაზა აზარზე ბევრი საუბრობს რომ გაზრდილია რისკები ამ კუთხითაც?

"ჩვენც ვთავაზობთ მომხმარებლებს ბაზარზე არსებულ პოპულარულ პირობას წინასწარი შენატანის გარეშეს და ეს ძალიან კომფორტულია იმ ადამიანებისთვის, ვისაც დანაზოგი ძალიან რთული გასაკეთებელია წლიდან წლამდე, შესაბამისად მნიშვნელოვანი ფაქტორია და დაახლოებით საბინაო ფონდის 10-15% გაყიდული გვაქვს ამ პირობით, თუმცა წამყვანი პროდუქტი მაინც უნდა იყოს და ვფიქრობ, რომ სანამ არ გამარტივდება საბანკო იპოთეკური სესხები, უნდა იყოს მშენებლობაში 20% მინიმალური შენატანი. ეს არა მხოლოდ უზრუნველყოფს გარანტირებულ ყიდვას უძრავი ქონების, რომ საბანკო იპოთეკური სესხიც ასეთი პირობით უფრო მარტივად მტკიცდება, არამედ თვითონ მშენებლობის პროცესი წარიმართება შეუფერხებლად იმ ხარისხით, რასაც დაგვპირდებიან დეველოპერები და იმ ვადებში, რაც არის მითითებული კონტრაქტებში".

- ირინა, როგორია წლის ბოლოს შეჯამება თქვენთან გაყიდვების კუთხით? რამდენად აქტიური იყო ბაზარი?

"მთელი წელი საკმაოდ აქტიური იყო. რომ მინდა ვთქვა, რომ თვითონ ჩვენს ჰოლდინგში წინა წელთან შედარებით ზუსტად 100%-ით გაზრდილია გაყიდვები, ამიტომ ეს წელი საკმაოდ პოზიტიურად უნდა შევაჯამოთ ჩვენი გადმოსახედით. იყო ძალიან ბევრი გამოწვევა, გარკვეული თვეები, თუმცა საბოლოო ჯამში ზუსტად ამ პროდუქტებში ლაბილურობამ ჩვენი მხრიდან, ანუ მშენებლების მხრიდან მოიტანა გაყიდვების გაზრდა. ვფიქრობ, რომ გამარტივებული იპოთეკური სესხი კიდევ უფრო პოზიტიურ პროგნოზს მოგვცემს 2026 წელს," - ამბობს ლემონს გრუპის დამფუძნებელი, ირინა მელიმონაძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა