თეგებით ძიება

ბათუმში საცხოვრებელი ბინები გაძვირდა - როგორია 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი?

2025 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინები წლიურად 16.5%-ით გაძვირდა, - ამის შესახებ ირკვევა „ქოლიერსის“ უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვიდან.

უფრო კონკრეტულად, კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის ოქტომბერში ზღვისპირა ქალაქში 1 კვ.მ-ის საშუალო ფასი 1 283 დოლარი იყო, გასული წლის იმავე თვეში კი ფასი 1 101 დოლარს შეადგენდა.

„2025 წლის ოქტომბერში ბათუმში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა გასული წლის ოქტომბერთან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა და 1 625 ერთეული შეადგინა, ბაზრის ზომა კი 26.9%-ით 100 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

ბათუმში 2025 წლის ოქტომბერში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 14.9%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 6.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ახალაშენებული ბინების პირველად ბაზარზე ტრანზაქციების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა, მეორეულ ბაზარზე კი 21.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა“, - ვკითხულობთ „ქოლიერსის“ კვლევაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა