თეგებით ძიება

ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „ევროპულ საქართველოსთანაც“, სხვა პარტიებთან და საზოგადო მოღვაწეებთან და ეს პროცესი გაგრძელდება დიდი ერთიანობის შექმნამდე - ბეჟაშვილი

კობა ნაყოფია პარტიაში არ დაბრუნებულა, რადგან ის არც წასულა. რჩებოდა როგორც პარტიის, ისე ფრაქციის წევრად. შესაბამისად, საუბარია კობა ნაყოფიასათვის ახალი პოზიციის შექმნაზე წესდებით და პარტიის სტრუქტურაში ეროვნული კომიტეტის სახით, რომელიც მას მისცემს საშუალებას, თავისი რესურსი სრულფასოვნად გამოიყენოს, – განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, ერთიანობის პოლიტიკური კოალიცია აგრძელებს სხვადასხვა პარტიასა და საზოგადო მოღვაწეებთან კონსულტაციას, რათა „მოხდეს საზოგადოების მთავარი დაკვეთის აღსრულება, მოხდეს პოლიტიკური ძალების გაერთიანება, ერთიანობის ჩამოყალიბება, რომ ხალხმა გაიმარჯვოს ამ არჩევნებში“.

„ამ მიზნით ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „ევროპულ საქართველოსთანაც“, სხვა პარტიებთან, სხვა საზოგადო მოღვაწეებთან და ეს პროცესი გაგრძელდება საბოლოოდ დიდი ერთიანობის შექმნამდე. ბუნებრივია, ხვალ იქნება დაგეგმილი პარტიის ყრილობა და პარტიის ყრილობაზე გაჟღერდება ის კონკრეტული გადაწყვეტილებები და შედეგები, რომლებიც ამ დროისთვის მოლაპარაკებების ხარჯზე მიმდინარეობს სხვადასხვა პარტიასთან და, მათ შორის, „ევროპულ საქართველოსთან” დაკავშირებით ხვალ გაჟღერდება შესაბამისი გადაწყვეტილება. მოლაპარაკებების სპეციფიკიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე გაუმართლებლად მიმაჩნია კონკრეტული პარტიების დასახელება, თუმცა ეს პროცესი მიმდინარეობდა მანამდეც, ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს, მათ შორის, მნიშვნელოვანია საზოგადო მოღვაწეებთან, ცალკეულ ლიდერებთან კონსულტაციები, ამიტომ ეს პროცესი გაგრძელდება და კიდევ უფრო დიდ მასშტაბს მიიღებს. უნდა დავაზუსტოთ, რომ კობა ნაყოფია პარტიაში არ დაბრუნებულა, რადგან კობა ნაყოფია პარტიიდან არც წასულა. ის რჩებოდა როგორც პარტიის, ისე ფრაქციის წევრად. შესაბამისად, საუბარი არის კობა ნაყოფიასათვის ახალი პოზიციის შექმნაზე წესდებით და პარტიის სტრუქტურაში ეროვნული კომიტეტის სახით, რომელიც მას მისცემს საშუალებას, თავისი რესურსი სრულფასოვნად გამოიყენოს. ის იქნება პარტიის ხელმძღვანელი, ერთ-ერთი თანამდებობის პირი, ექნება კონკრეტული მიმართულება, რომელიც გაითვალისწინებს პარტიაში ახალი საზოგადო მოღვაწეების და პოლიტიკაში შემოსვლის სურვილის მქონე პირებისთვის პლატფორმის შექმნას. ამ მხრივ მოლაპარაკებებს ის აწარმოებს და კომიტეტის წევრებსაც დანიშნავს პარტიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით და ეს პოზიცია წესდებაში იქნება ასახული. პარტიის ყრილობა დაამტკიცებს ამ წესდებაში ცვლილებებს და მის არჩევასაც მოახდენს“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა